10:10 PM ოსვალდო “რომას” დატოვებს | |
![]() როგორც ჩანს, იტალიის დედაქალაქში არგენტინელი ფეხბურთელის დღეები დათვლილია. იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდიდან პაბლო ოსვალდოს წასვლა, აურელიო ანდრეაცოლისთან კამათის შემდეგ გარდაუვალი გახდა. წყაროზე დაყრდნობით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, "რომამ” მოთამაშის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ოსვალდოს შეძენის მთავარი კანდიდატები, ლონდონის "ტოტენჰემისა” და "ფიორენტინას” ხელმძღვანელები არიან. ცნობილია, რომ ამ მოთამაშის სანაცვლოდ, ჯალოროსი დაახლოებით 17 მილიონ ევროს ითხოვს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |