4:43 PM
ოსვალდო "კატანიასთან" ვერ ითამაშებს



"რომას" თავდამსხმელი იტალიის სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩში საკუთარი გუნდის დახმარებას, სადაც რომაელები "კატანიას" დაუპირისპირდებიან, მუხლის ტრავმის გამო ვერ შეძლებს.

რომაელების ოთხშაბათის ვარჯიშზე პაბლო ოსვალდო ნიკოლას ბურდისოს ცუდად შეეჯახა და ელოდნენ, რომ თავდამსხმელმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.

თუმცა, გუშინ "რომას" სამედიცინო შტაბმა დაადასტურა, რომ ოსვალდოს სერიოზული ტრავმა არ მიუღია და მუხლის მყესები გაწყვეტილი არ აქვს.

მიუხედავად ამისა, იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი "კატანიასთან" მატჩს გამოტოვებს, რადგან მუხლი მაინც აწუხებს.
 


ნანახია: 288 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: