7:56 PM ორი მარიო.რატომ მანჯუკიჩი და არა გომესი | |
![]() შევეცადოთ გავაანალიზოთ მიუნხენის "ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის იუპ ჰაინკესის არჩევანი მარიო მანჯუკიჩსა და მარიო გომესს შორის. როგორც ხშირად ხდება მანჯუკიჩის საფეხბურთო ბედი შემთხვევითობამ განაპირობა.სეზონის დასაწყისამდე ევროპის ჩემპიონატზე გაბრწყინებულ ხორვატს საფეხბურთო ექსპერტებმა მიუნხენში სტაბილური ადგილი მიუჩინეს სათადარიგოთა სკამზე,რადგან გერმანული ფეხბურთის მოყვარულები მარიო მანჯუკიჩს საშუალო დონის თავდამსხმელად მიიჩნევდნენ.ხორვატს არასდროს უბრძოლია ბუნდესლიგის ტოპ ბომბარდირთა სიაში მოსახვედრად,ასევე "ვოლსბურგშიც” ზებუნებრივი არაფერი უჩვენებია.ყველაფერ ამასთან "ბაიერნში” ზემოთ ხსენებულ გერმანული ფეხბურთის მოყვარულებს ეგულებოდათ თავდამსხმელი,რომლის ხილვა ტოპ ბომბარდირთა სიაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მატჩი გოლის გარეშე კატასტროფა.
და აი ჩემს მიერ ხსენებული შემთხვევითობა!მარიო გომესმა ტერფის ტრავმა მიიღო წინასასეზონო შეკრებისას.გერმანელს ოპერაცია,წოლითი რეჟიმი და ოთხთვიანი დასვენება ელოდა.თავმდაბალი მანჯუკიჩი რა თქმა უნდა არ აცხადებდა,რომ საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე ააგებდა,მაგრამ ფაქტობრივად ეს ასე მოხდა.პირველი გამოცდა ხორვატისთვის გერმანიის სუპერთასი იყო.პრინციპიალური მეტოქის "ბორუსიის” წინააღმდეგ მანჯუკიჩმა მე-6 წუთზე შეაგდო გოლი და "ბაიერნს” გამარჯვება მოუტანა,რამაც ალიანც არენა აიუძულა დიდი ემოციური აფექტის ქვეშ წარმოეთქვა რეკორდმაისტერის ახალი ვარსკვლავის სახელი და გვარი.
ბუნდესლიგის საწყისმა მონაკვეთმა ყველა დაარწმუნა იმაში,თუ როგორ ვერ აფასებდნენ ხორვატ ცენტრ ფორვარდს აქამდე.იმ დროს,როდესაც "ბაიერნის” საკვანძო ფიგურები ფრანკ რიბერი,არიენ რობენი და მარიო გომესი ტრავმებს იშუშებდნენ,დიდ ავიაციაში გამოჩდნენ ტომას მიულერი და მარიო მანჯუკიჩი.სწორედ მათ მხრებზე გადავიდა მიუნხენური შეტევის პასუხისმგებლობა და სწორედ მათ მოუპოვეს "ბაიერნს” ის უპირატესობა,რომლის წყალობითაც რეკორდმაისტერი ასე ლაღად და უზრუნველად გრძნობდა თავს მთელი სეზონის განმავლობაში.პირველ 9 მატჩში მარიო მანჯუკიჩმა 8 გოლი გაიტანა-მეორე მარიოს არსებობის დავიწებაც კი შეიძლებოდა.
პრინციპში გერმანელ გულშემატკივარს მანჯუკიჩის გოლები ისე არ ხიბლავდა,როგორც მისი შერწყმა მიუნხენური შეტევის მექანიზმთან და იუპ ჰაინკესის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობა.”ბაიერნის” შეტევის სტრატეგია იმგვარად არის მოწყობილი,რომ შემტევ ფეხბურთელებს არ აქვთ გარკვეული და კონკრეტული პოზიცია.შეტევაში გადასვლისას მიუნხენელები ცვლიან ამპლუებს,აბნევენ მოწინააღმდეგეს მახვილგონივრული გადაადგილებებით და მარიო მანჯუკიჩი როგორც არავინ სხვა,უხდება ამ სქემას.მაღალი სისწრაფე,ბრწყინვალე კოორდინაცია,უკან დაწეული თამაშისა და ბურთის გამოგლეჯვის უნარი (ამისთვის ცალკე მადლობა ფელიქს მაგატის "ვოლსბურგს”)-ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება აძლევს საკმაოდ დიდ ფორას ხორვატს არანაკლებ ნიჭიერი გომესის მიმართ,რომელიც გაჩენილია სულ სხვა საფეხბურთო ფილოსოფიისთვის.
როგორც ჩანს "ბაიერნს” შემდეგ სეზონში სურს საკუთარ რიგებში იხილოს ისეთი თავდამსხმელი,რომელიც საკუთარ თავში შეიხამებს ერთი მარიოს აქტიურობას და მეორე მარიოს საშემსრულებლო კლასს.სწორედ ამიტომ აქვთ მიუნხენში რობერტ ლევანდოვსკის გადმობირების იმედი,მაგრამ დღეს მათ ლევანდოვსკის გარეშე მოუწევთ თამაში,მეტიც მის წინააღმდეგ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |