1:32 AM ოფიციალურად: ვილიანი “ჩელსიში” გადადის | |
![]() ლონდონის "ჩელსის” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, "პენსიონერებმა” მახაჩკალას "ანჟისთან” და თავად ბრაზილიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას მიაღწიეს. ჯერჯერობით საქმის დეტალური მხარე არ ხმაურდება, მაგრამ პრესა გვამცნობს, რომ ტრანსფერი დაახლოებით 35 მლნ ევრო დაჯდა, ხოლო ვილიანი 5-წლიან კონტრაქტს მიიღებს. განცხადებაში მითითებულია, რომ ტრანსფერი დასრულდება ოთხშაბათის შემდეგ, როცა სპეციალური მოსმენა გაიმართება ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ინგლისში მუშაობის ნების დართვის შესახებ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |