10:00 PM ოფიციალურად: ვილიანი – “ჩელსის” ფეხბურთელი | |
![]() ბრაზილიელი ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა ლონდონის "ჩელსის” მოთამაშე. დღეს 25 წლის ვილიანს სამუშაოს დაწყებაზე ნებართვა მისცეს, რის შემდეგადაც მან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ლონდონელებთან. ახალ კლუბში ვილიანი 22 ნომრიანი მაისურით აისპარეზებს და არა 21-ით, როგორც აქამდე იტყობინებოდნენ. "ჩელსი” – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. "ჩელსიში” თამაში ჩემი ოცნება იყო. ამასთანავე, ჩემი მწვრთნელი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.” – განაცხადა ბრაზილიელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. წყარო: chelseafc.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |