10:12 PM ოფიციალურად: ვერატიმ “პსჟ”-სთან გაახანგრძლივა | |
![]() 20-წლის ნახევარმცველის ახალი ხელშეკრულება 2018-წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, მარკომ "პსჟ”-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და რაღა თქმა უნდა, მისი ანაზღაურებაც გაიზარდა. სწორედ ამის მიღწევა სურდა ვერატის აგენტს. მარკოს ახალი ხელშეკრულების სხვა დეტალები პრესისთვის ჯერჯერობით ცნობილი არაა. ამ ზაფხულს, იტალიის ეროვნული ნაკრების 20-წლის ნახევარმცველისადმი ინტერესს "ფიორენტინა”, "ნაპოლი”, "იუვენტუსი” და "რეალი” იჩენდნენ. თუმცა, მარკოს ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა შეთავაზება ფრანგულმა კლუბმა უარყო. შეგახსენებთ, "პსჟ”-მ ვერატი 2012-წლის ზაფხულში შეიძინა. მაშინ იტალიურმა "პესკარამ” ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო მიიღო. წყარო: Psg.fr | |
|
სულ კომენტარები: 0 | |