10:52 AM
ოფიციალურად: ტიმოშჩუკმა “ზენიტთან” კონტრაქტი გააფორმა



რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, უკრაინელი ნახევარმცველის გადაბირება დაადასტურა.

მიუნხენის "ბაიერნის” ამჟამინდელი ფეხბურთელი, ანატოლი ტიმოშჩუკი, პირველი ივლისიდან საკუთარ კარიერას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში” გააგრძელებს. ამასთან დაკავშირებით, კლუბის ოფიციალური საიტი გვამცნობს. ხელშეკრულება, გუნდში მოთამაშის მომდევნო ორი წლით დარჩენას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ტიმოშჩუკი "ზენიტის” ღირსებას 2007  წლიდან, 2009  წლამდე იცავდა. როგორც პეტერბურგელთა ფეხბურთელი, იგი ერთხელ გახდა რუსეთის ჩემპიონი და ასევე ერთხელ მოიგო რუსეთისა და უეფას სუპერ თასები. ჩაატარა 100 მატჩი და გაიტანა 18  გოლი.

როგორც გამოცდილი უკრაინელი მოთამაშე, ანატოლი "ზენიტის” შემადგენლობას "ბაიერნიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეუერთდება.

წყარო: FC Zenit,UEFA.COM

ნანახია: 301 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: