8:55 PM
ოფიციალურად: ტევესი “იუვენტუსში” გადავიდა



არგენტინელი ფორვარდი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

ტურინის "იუვენტუსის” ოფიციალური საიტი იტყობინება იმის შესახებ, რომ აწ უკვე "მან სიტის” ექს-ფორვარდმა კარლოს ტევესმა გუნდის რიგები ოფიციალურად შეავსო. თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონებთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ტრანსფერის ფასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, "ბებერ ქალბატონს” კარლიტოსის ტრანსფერი ცხრა მილიონი ევრო დაუჯდა, და იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ახალ კლუბში წარმატებით იასპარეზებს, "ცისფრები”, ბონუსის სახით, კიდევ ხუთ მილიონს მიიღებენ.

ტევესმა ათნომრიანი მაისური აირჩია, დღეს კი მას გულშემატკივრებს წარუდგენენ.

ცნობისათვის, ტევესის გაფორმებამ "იუვენტუსი” ავტომატურად გამოთიშა გონსალო იგუაინის ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლას, რომლის შეძენითაც ტურინელები აქტიურად ინტერესდებოდნენ.

წყარო: Juventus.com

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: