12:13 PM ოფიციალურად: სტეკელენბურგი “ფულემში” ითამაშებს | |
![]() ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი კარიერას "ნისლიან ალბიონზე” გააგრძელებს. "ფულემმა” ჰოლანდიის ნაკრების კარის დარაჯთან მაარტენ სტეკელენბურგთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თანხა, რომელიც კლუბმა "რომას” 30-წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაუხადა, ჯერჯერობით არ ხმაურდება. თავისი პროფესიონალური კარიერის დიდი ნაწილი სტეკელენბურგს "აიაქსის” რიგებში აქვს გატარებული, ამსტერდამულ კლუბთან ერთად მან ჰოლანდიის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. 2011-წელს გოლკიპერი იტალიაში გადაბარგდა, თუმცა "რომას” სასტარტო შემადგენლობაში რეგულარული ადგილი გარანტირებული არ ჰქონდა, გასულ სეზონში კი სხვადასხვა პრობლემებს უჩიოდა და "ჯალოროსის” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ზდენეკ ზემანთან კონფლიქტი შეექმნა. აღსანიშნავია, რომ სტეკელენბურგი "ფულემის” ამჟამინდელ თავკაცთან მარტინ იოლთან თანამშრომლობის გამოცდილება გააჩნია – ფეხბურთელი და მწვრთნელი 2009/10 წლების სეზონში "აიაქსში” ერთად მუშაობდნენ. წყარო: www.fulhamfc.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |