11:24 AM ოფიციალურად: შურლე “ჩელსის” ფეხბურთელია | |
![]() გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა "არისტოკრატებთან” ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. "ჩელსიმ” 22-წლის გერმანელ ანდრე შურლესთან, რომელსაც, როგორც ცენტრალური თავდამსხმელის, ისევე ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში, კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა. იმის შესახებ, თუ რა თანხა გადაუხადა ლონდონურმა კლუბმა "ბაიერს”, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. პროფესიონალური კარიერა შურლემ მოკრძალებულ ლიუდვიგსჰაფენერში დაიწყო, 2009-წელს კი "მაინცის” შემადგენლობაში ჩაირიცხა. 2010/11-წლების სეზონის დასრულების შემდეგ, როდესაც ანდრემ ბუნდესლიგის ეგიდით ჩატარებულ 34 მატჩში თავი 15 გატანილი გოლით გამოიჩინა, ფორვარდი "ბაიერმა” შეიძინა. ლევერკუზენში გატარებული ორი წლის განმავლობაში, შურლემ გერმანიის ჩემპიონატში 65 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. ანდრეს წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა გერმანიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისათვის, რომლის მაისურიც ფორვარდმა უკვე 24 მატჩში მოირგო, გარდა ამისა, მან მონაწილეობა ევროპის 2012-წლის ჩემპიონატზეც მიიღო. "მოხარული ვარ, რომ გარიგება უკვე განხორციელებულია, კონტრაქტი კი გაფორმებული. ჩემთვის, ვიყო "ჩელსის” ფეხბურთელი – დიდი პატივია, და ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევის მისაღებად მზად ვარ”, – განაცხადა შურლემ, რომელიც ახალი კლუბის ღირსებას 14-ნომრიანი მაისურით დაიცავს. წყარო: Chelseafc.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |