10:54 PM
ოფიციალურად: “სევილიამ” “მან სიტისთან” ნავასის ტრანსფერი შეათანხმა



ფეხბურთელს ისღა დარჩენია სამედიცინო შემოწმება გაიაროს და თავის ახალ კლუბთან ხელშეკრულება გააფორმოს.

"სევილიას” ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბი გუნდის შემტევი ნახევარმცველის ხესუს ნავასის ტრანსფერთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა წინადადებამ დააკმაყოფილა, რომელიც ანდალუსიელებს "მანჩესტერ სიტიმ” შესთავაზა.

კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან შეხვედრა გამართა, მოთამაშემ კი დაადასტურა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლა სურდა. ამ ტრანსფერის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

27-წლის ნავასმა "სევილიას” ათი სეზონი მიუძღვნა, ამ დროის განმავლობაში მან ესპანური კლუბის მაისური 393 შეხვედრაში მოირგო.

წყარო: www.sevillafc.es

ნანახია: 326 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: