4:28 PM ოფიციალურად: სერ ალექს ფერგიუსონი მიდის! | |
![]() "მანჩესტერ იუნაიტედმა” დიდებული სპეციალისტის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. "მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურმა თვითერმა მოკლედ და გასაგებად დაადასტურა ალექს ფერგიუსონის წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები. "სერ ალექს ფერგიუსონი მიდის #მადლობასერალექს”, – წერია მოკლე განცხადებაში. წასვლა ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა, განაცხადა, რომ ფერგიუსონი ამ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს. სერ ალექს "მანჩესტერ იუნაიტედი” შორეული 1986-წლის 6 ნოემბრიდან წვრთნის. ამ დროის განმავლობაში მან შემდეგი ტიტულების მოგება იზეიმა: პრემიერ ლიგის ჩემპიონი (13): 1992/93 1993/94 1995/96 1996/97 1998/99 1999/2000, 2000/01 2002/03 2006/07 2007/08 2008 / 09, 2010/11, 2012/13 ასოციაციის თასი გამარჯვებული (5): 1990, 1994, 1996, 1999, 2004 | |
|
სულ კომენტარები: 0 | |