7:22 PM
ოფიციალურად: "საუთჰემპტონი" ადკინსს ათავისუფლებს და პოჩეტინოს ნიშნავს



"წმინდანთა" სამწვრთნელო შტაბში, მცირე ცვლილებები განხორციელდა.

დღეს "საუთჰემპტონის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი მთავარი მწვრთნელი ნაიჯელ ადკინსი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რომელიც კლუბს 2010 წლის სექტემბრიდან მოყოლებული სათავეში ედგა.

ბოლო მატჩების განმავლობაში, გუნდმა ცოტათი გამოასწორა საკუთარი შედეგი და პრემიერ ლიგაში მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა. ამისდა მიუხედავად, ადკინსმა თავისი სამუშაო მაინც ვერ შეინარჩუნა.

ამ ინგლისური კლუბის თავკაცი, დღეიდან არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო იქნება, რომელიც სულ ახლახან გამოუშვეს "ესპანიოლიდან".
ნანახია: 262 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: