8:10 AM ოფიციალურად: რონალდუმ “რეალთან” გაახანგრძლივა | |
![]() მადრიდის "რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. ესპანელთა ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ 28 წლის პორტუგალიელმა ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ჯერჯერობით არანაირი დეტალები არ ხმაურდება. პრესკონფერენცია, რომელიც კრიშტიანუს მიეძღვნება, 15:45 საათზე გაიმართება. ესპანური პრესის ცნობით, რონალდუს ახალი კონტრაქტი 5 წლიანი იქნება და ფეხბურთელს წლიურად 17 მილიონს მოუტანს. აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუს მადრიდის "რეალში” 203 მატჩში 203 გოლი აქვს გატანილი ყველა ტურნირზე. წყარო: realmadrid.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |