9:39 PM
ოფიციალურად: რემი "ქპრ"-ს ფეხბურთელია



"მარსელის" თავდამსხმელი ჰარი რედნაპის კოლექტივს შეუერთდა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა ლოიკ რემი შეიძინა. ფრანგმა "რეინჯერებთან" 4,5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ტრანსფერის თანხამ კი 8 მილიონი ევრო შეადგინა.

"ამ შენაძენით ბედნიერი ვარ. ტონი ფერნანდესმა ძალიან დიდი სამუშაო გაგვიწია, გულწრფელად ვამბობ, ეჭვი მეპარებოდა იმაში, რომ ეს ტრანსფერი შედგებოდა",-განაცხადა ჰარი რედნაპმა.

მიმდინარე სეზონში რემიმ "მარსელის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: