3:33 PM ოფიციალურად: “ფულემმა” ამორებიეტა შეიძინა” | |
![]() ბილბაოს "ატლეტიკის” ამჟამინდელი ცენტრალური მცველი, "ფულემის” შემადგენლობას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფერნანდოს მიმდინარე კონტრაქტი ბასკებთან, 31 ივნისს იწურება. სწორედ პირველ ივლისს, იგი ნისლიან ალბიონში გადაბარგდება და "ფულემის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. ვენესუელელმა მოთამაშემ, ლონდონელებთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გააფორმა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამორებიეტა "ატლეტიკის” მაისურით 2005 წლიდან ასპარეზობს. წყარო: Fulham FC | |
|
სულ კომენტარები: 0 | |