10:24 PM
ოფიციალურად: ფერნანდინიო “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია



ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა.

"მანჩესტერ სიტიმ” 28-წლის ბრაზილიელ ნახევარმცველთან ფერნანდინიოსთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ შეგვატყობინა. თანხა, რომელიც კლუბმა დონეცკის "შახტარს” ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაუხადა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ "ცისფრებმა” ფერნანდინიო 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.

"მან სიტის” შემადგენლობაში შემტევი ნახევარმცველი 25 ნომრით ითამაშებს.

"შახტარში” გატარებული რვა წლის განმავლობაში ფერნანდინიომ ბევრი ტიტული მოიგო: ექვსჯერ უკრაინის ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ – თასის მფლობელი, 2009-წელს კი დონეცკელებთან ერთად უეფას თასის მოგება იზეიმა. 2011-წელს კი ფეხბურთელმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო შეხვედრა გამართა.

წყარო: www.mcfc.co.uk

ნანახია: 338 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: