9:50 AM ოფიციალურად: ნანიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა | |
![]() პორტუგალიელი ვინგერი "ოლდ ტრაფორდზე” 2018-წლის ზაფხულამდე დარჩება. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ ინტერესდებოდნენ სხვადასხვა ევროპული კლუბები "მანჩესტერ იუნაიტედის” 26-წლის პორტუგალიელი შემტევის, ლუიშ ნანის შეძენით, რადგან ამ უკანასკნელმა "წითელი ეშმაკუნების” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დიდი ხანია, რაც დაკარგა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამას ფეხბურთელზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, დღეს კი, "ემიუმ” ლუიშს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც იგი "ოლდ ტრაფორდზე” 2018-წლის ზაფხულამდე დარჩება. "თავისი 26-წლის ასაკში ნანი ძალიან გამოცდილ ფეხბურთელად ითვლება. სამწვრთნელო სესიების დროს მუშაობისადმი მისმა მიდგომამ მომხიბლა და მასთან უახლოეს წლებში სიამოვნებით ვიმუშავებ”, – განაცხადა "ემიუს” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა. ინგლისის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ნანი 2007-წლის მაისის თვეში ჩაირიცხა, ამ დროის განმავლობაში მან კლუბთან ერთად პრემიერ ლიგის ოთხი, ლიგის თასის ორი, ხოლო ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ერთ-ერთი ოქროს მედლების კომპლექტის მოგება მოასწრო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |