11:33 AM ოფიციალურად: მინოლე “ლივერპულში” გადავიდა | |
![]() "წითლები” "სანდერლენდის” გოლკიპერით გაძლიერდნენ. "ლივერპულის” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა "შავ კატებთან” შეთანხმებას მიაღწია, 25-წლის მეკარემ კი სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მერსისაიდში გადადის საცხოვრებლად. კონტრაქტის ვადასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, ხოლო ტრანსფერის ფასს, რაც შეეხება, თუ ბრიტანული პრესას დავუჯერებთ, ეს ტრანსფერი "წითლებს” 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ. "სანდერლენდში” გატარებული სამი წლის განმავლობაში სიმონ მინოლემ "შავი კატების” მაისურით 90 შეხვედრა ჩაატარა, ბელგიის ეროვნული ნაკრების ღირსება კი 12 მატჩში დაიცვა. წყარო: Liverpoolfc.tv | |
|
სულ კომენტარები: 0 | |