11:27 PM ოფიციალურად: მატრი – “მილანის” მოთამაშე | |
![]() ალესანდრო მატრი კარიერას "მილანში” გააგრძელებს. შეთანხმების პირობები არ ხმაურდება, თუმცა იტალიური პრესის ინფორმაციით, მატრი "როსონერის” 11 მილიონი ევრო დაუჯდა. "იუვენტუსი”, რომელშიც ალესანდრო ორ წელზე მეტი ხანი ასპარეზობდა, 2 მილიონს ახლავე მიიღებს, ხოლო დანარჩენ თანხას 4 წლის განმავლობაში. ფეხბურთელი წლიურად 2,6 მილიონს გამოიმუშავებს. ტურინელთა შემადგენლობაში თავდამსხმელმა 83 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. მანამდე ის "კალიარის” ღირსებას იცავდა. თავდამსხმელმა, რომლის ანგარიშზეც 5 ჩატარებული მატჩია იტალიის ეროვნულ ნაკრებში და 1 გატანილი გოლი, 9 ნომრიანი მაისური აიღო. წყარო: acmilan.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |