11:25 PM ოფიციალურად: კურტუა “ატლეტიკოში” რჩება | |
![]() მხარეებმა ტიბო კურტუას იჯარის გახანგრძლივების თაობაზე, შეთანხმებას მიაღწიეს. ბელგიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, რომელიც გასულ სეზონში, "ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა, კლუბში არენდის წესით კიდევ ერთი წელი იასპარეზებს. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მადრიდელთა ხელმძღვანელობა ლონდონის "ჩელსის” წარმომადგენლობას, კურტუას იჯარის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა. "ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ზუსტად ის მოხდა, რაც მინდოდა,”-განაცხადა ბელგიელმა მეკარემ. შეგახსენებთ, ადრე კატალონიის "ბარსელონას” ხელმძღვანელობა, ტიბო კურტუას ვიქტორ ვალდესის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევდა. წყარო: Atletico de Madrid | |
|
სულ კომენტარები: 0 | |