9:09 PM ოფიციალურად: ისკო “რეალის” ფეხბურთელია | |
![]() მადრიდის "რეალმა” "მალაგას” აწ უკვე ყოფილ შემტევ ნახევარმცველ ისკოსთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ტრანსფერს, როგორც "რეალის”, ისევე "მალაგას” ოფიციალური საიტიც ადასტურებს. ტრანსფერის ფასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, ჭორების თანახმად, "ბლანკოსმა” ახალგაზრდა ნახევარმცველი 27 მილიონ ევროდ შეიძინა. ისკომ გასულ სეზონში გაიბრწყინა, რომელიც წარმატებული "მალაგასთვისაც” გამოდგა. 21-წლის ფეხბურთელმა 47 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა, მანუელ პელეგრინის მეთარობით კი გუნდმა პრიმერა დივიზიონში მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია, სადაც დრამატულ ბრძოლაში დორტმუნდის "ბორუსიასთან” დამარცხდა. ისკო – "ვალენსიის” აღზრდილია, რომელმაც, 2011-წელს, ექვსი მილიონი ევროს სანაცვლოდ, იგი "მალაგაში” გაუშვა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |