როგორც იქნა გადაწყდა პეპ გუარდიოლას ბედი. ესპანელი სპეციალისტი ზაფხულიდან მიუნჰენის "ბაიერნს" უთავკაცებს.
41 წლის მწვრთნელს პრესა ბევრ გუნდს უკავშირდება. აქამდე იწერებოდა, რომ პეპი "მანჩესტერ სიტის" ან "ჩელსის" ჩაიბარებდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სულ ცოტა ხნის წინ მიუნჰენური კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა, რომ ზაფხულიდან "ბაიერნს" გუარდიოლა გაწვრთნის.
იუპ ჰაინკესი "რეკორდმაისტერში" სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი სავარაუდოდ კარიერას დაასრულებს.