10:12 PM
ოფიციალურად: გრანერო “სოსიედადში” ითამაშებს



ჩემპიონთა ლიგის მონაწილემ ნახევარდაცვის ხაზი გააძლიერა.

ინგლისური და ესპანური კლუბების ოფიციალურმა საიტებმა ადრე ანონსირებული გარიგება დაადასტურეს – 26-წლის ნახევარმცველი ესტებან გრანერო არენდის სახით სან-სებასტიანში გადაბარგდა. მომდევნო სეზონის ბოლოს "რეალ სოსიედადს” "ქპრ”-ს ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

გარდა ესპანეთის უკანასკნელი ჩემპიონატის მეოთხეადგილოსნისა, გრანეროსადმი ინტერესს "ფულემიც” იჩენდა. თუმცა, ლონდონელების შეთავაზებამ ესტებანი არ დააკმაყოფილა და მადრიდის "რეალის” აღზრდილმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

ახალ გუნდში გრანერო ფორმალურად ნახევარმცველ ასიერ ილიარამენდის შეცვლის, რომელიც ბასკებმა ამ ზაფხულს "რეალში” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვეს.

წყარო: QPR.co.uk,RealSociedad.com

ნანახია: 306 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: