8:09 PM ოფიციალურად: დაუნინგი “ვესტ ჰემში” გადავიდა | |
![]() ლონდონელებმა "ლივერპულის” ვინგერის ტრანსფერი ოფიციალურად დაასრულეს. "ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება, რომ 29 წლის ფეხბურთელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ოფიციალური ღირებულება არ სახელდება, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციით დაუნინგის ყიდვა ლონდონელებს 6-დან 8 მილიონ ფუნტამდე დაუჯდათ. "აღფრთოვანებული ვარ. ეს კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის. "ვესტ ჰემი” – ბრწყინვალე გუნდია და მოუთმენლად ველოდები დებიუტს.” – განაცხადა დაუნინგმა. წყარო: whufc.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |