6:47 PM
ოფიციალურად: ბოატენგი “შალკეში” ოთხი წლით



"მილანის” ნახევარმცველი გელზერკირხენული კლუბის შემადგენლობაში ოფიციალურად ჩაირიცხა.

კევინ-პრინს ბოატენგმა, როგორც მოსალოდნელი იყო, "როსონერი” დატოვა და "შალკეს” ლურჯი მაისური მოირგო.

პარასკევს, დღის მეორე ნახევარში, გელზერკირხენელების ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა და მისი პრეზენტაციაც შედგებოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ბოატენგმა გერმანულ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კევინ-პრინსი "შალკეში” 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

წყარო: Schalke04.de

ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: