1:03 PM ოფიციალურად: ბენიტესი “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელია | |
![]() "ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საკუთარი თვითერის საშუალებით მსოფლიოს აცნო, რომ რაფაელ ბენიტესი "ნაპოლის” მთავარი მწვრთნელია. "რაფა "ნაპოლის” ახალი მწვრთნელია. ადამიანი უდიდესი საერთაშორისო გამოცდილებით. ლიდერი ", -დაწერა ლაურენტისმა და თან სურათიც დაურთო, რომელზეც გამოსახულია, თუ როგორ ართმევს ბენიტესს ხელს. შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა, მაგრამ ლაურენტისმა განაცხადა, რომ რაფაელი სამუშაოს მოგვიანებით შეუდგება, რადგან "ჩელსისთან” კონტრაქტი ჯერ დასრულებული არაა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |