10:36 PM ოფიციალურად: “ატლეტიკომ” დიეგო კოსტას გაუხანგრძლივა | |
![]() "ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, დიეგო კოსტამ მადრიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. "როხიბლანკოს” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, დღეს, 24-წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2018-წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. "მოხარული ვარ, რომ "ატლეტიკოსთან” ახალი ხელშეკრულება გავაფორმე. მადრიდულ კლუბში დარჩენით, ვისთან ერთადაც წარმატების მიღწევას ვგეგმავ, ბედნიერი ვარ”, – განაცხადა კოსტამ. შეგახსენებთ, დიეგოს ყიდვა "ლივერპულს” სურდა, თუმცა, დღეიდან, მერსისაიდელებს ბრაზილიელის ხელში ჩაგდება კიდევ უფრო გაუჭირდებათ. წყარო: ClubAtleticodeMadrid.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |