12:17 PM
ოფიციალურად: “არსენალი” სამ ფეხბურთელს ემშვიდობება



ლონდონურ კლუბს ანდრეი არშავინი, დენილსონი და სებასტიან სკილაჩი ტოვებენ.

"მეთოფეების” ოფიციალური საიტი ფეხბურთელებს გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

საქმე იმაშია, რომ არშავინსა და სკილაჩის კლუბთან მოქმედი კონტრაქტები ეწურებათ და ლონდონელების რიგებს ისინი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.

რაც შეეხება დენილსონს, ბრაზილიელი ფეხბურთელის შემთხვევაში, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ და ისიც უფასოდ ჩაირიცხება სხვა კლუბში.

არშავინი დედაქალაქურ კლუბში 2009-წლიდან ასპარეზობს, დენილსონი "ნისლიან ალბიონზე” 2006-წელს გადაბარგდა, სკილაჩი კი "არსენალის” ღირსებას 2010-წლიდან იცავს.

წყარო: www.arsenal.com

ნანახია: 298 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: