12:45 PM
ოფიციალურად: ალექსის სანჩესი 4 კვირას იუქმებს








ლექსის სანჩესი 4 კვირას იუქმებს. დღეს ჩატარებულმა სამედიცინო ტესტებმა დაადასტურეს, რომ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ტერფის მყესები აქვს დაჭიმული. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს ნაადრევად მოუწია მოედნის დატოვება ჩილესა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც შვეიცარიაში ჩატარდა.

 

ზუსტად ამ პერიოდის გამოტოვების შემთხვევაში ჩილელი მოთამაშე 6 ან 8 შეხვედრას გამოტოვებს. "ბარსელონას" ის ვერ დაეხმარება "სარაგოსასთან", "სპარტაკთან", "ლევანტესთან", "ალავესთან", ატლეტიკთან", "ბენფიკასთან", "ბეტისთან" და "ატლეტიკოსთან" გასამართ შეხვედრებში.

 

მიმდინარე სეზონში ალექსისმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან ერთადერთი გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაში, "ბენფიკასთან" შეძლო. მან მიმდინარე სეზონში ბარძაყის მიკრო–ტრავმის გამო უკვე გამოტოვა შეხვედრა "ხეტაფესთან".

ნანახია: 327 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: ოფიციალურად: ალექსის სანჩესი 4 კვირ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: