3:23 PM ოფიციალურად: ალეგრი “მილანში” რჩება | |
![]() "როსონერის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დაადასტურა, რომ კლუბი გუნდის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან თანამშრომლობას გააგრძელებს. მასიმილიანო ალეგრის ბედი, როგორც იქნა, დღეს გადაწყდა. სადილის შემდეგ, სადაც მონაწილეობას თავად მწვრთნელი და კლუბის მაღალჩინოსნები სილვიო ბერლუსკონი და მისი უახლოესი დამხმარე ადრიანო გალიანი იღებდნენ, ცნობილი გახდა, რომ ალეგრი "მილანის” მთავარ გუნდთან მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ ბერლუსკონიმ პრესას შეხვედრის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ აცნობა. "გალიანისთან და ალეგრისთან გულახდილი საუბარი მქონდა. ჩვენ გასულ სეზონზე ვისაუბრეთ და ზოგიერთი საკითხი ხელახლა შევაფასეთ. გარდა ამისა, მივაღწიეთ შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეს მწვრთნელს კლუბთან და პირიქით. ასევე განვიხილეთ თუ როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშოს გუნდმა მომდევნო სეზონში და როგორი იქნება ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა. მწვრთნელთან ურთიერთობა არასდროს გაგვფუჭებია”, – ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს "მილანის” ოფიციალური საიტი. ამავდროულად, არხი Sky Italia აღნიშნავს, რომ კლუბს ალეგრისთან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, მწვრთნელს უბრალოდ შესაძლებლობა მიეცა გუნდში მუშაობა მომდევნო სეზონშიც გაეგრძელებინა. შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ "მილანის” თავკაცის პოსტი 2010-წელს დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველივე წელსავე მოახერხა "სკუდეტოს” მოგება, რომელსაც მომდევნო ორ წელიწადში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოჰყვა. წყარო: acmilan.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |