9:01 PM
ომარ მიგინეიშვილი: „ვიტ ჯორჯიას" დამარცხება გვმართებს“





ხვალ, 16:00 საათიდან ქუთაისის „ტორპედოს" მორიგი მატჩი თბილისის ს/კ „ვიტ ჯორჯიასთან" ელის. დღეს, საღამოს, ხსენებულ თამაშამდე ქუთათურებმა თავიანთ ცენტრალურ სტადიონზე ბოლოჯერ ივარჯიშეს. აღსანიშნავია, რომ უკვე 3-გზის ჩემპიონთან ერთად ვარჯიშობს გუნდში ახლახანს ჩარიცხული 17 წლის ნიკა ახვლედიანი.

მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი „ტორპედოს" კაპიტანმა გააკეთა:

ომარ მიგინეიშვილი: „როგორც ცნობილია, „ვიტ ჯორჯიასთან" ყველაზე მეტად გვიჭირს შინ თამაში და დროა, ამ ტენდენციის დარღვევა ხვალიდან დავიწყოთ. მეტოქე ახალგაზრდული გუნდია, რომელიც განსაკუთრებით ლიდერებისთვის წარმოადგენს უხერხულ მოწინააღმდეგეს, მაგრამ რაღა თქმა უნდა, ჩვენ ამ მატჩის მოგება გვმართებს, ისევე, როგორც ახალ წლამდე დარჩენილი სამივე თამაშის".

ვარჯიშის შემდეგ ტრადიციულად საშინაო მატჩისთვისა, „ტორპედო" წყალტუბოში მდებარე სასტუმრო „პრომეთეში" განთავსდა.
 
ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: