2:19 PM “ოქროს” ბილეთები “მან სიტის” ნამდვილი გულშემატკივრებისთვის | |
![]() "ქალაქელების” იმ ფანებს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ვიქტორიის "პლზენთან” გასამართ გასვლით მატჩში სურთ დასწრება, სერიოზული თანხის გადახდა მოუწევთ. ოთხშაბათს, "მანჩესტერ სიტის” ოფიციალურ საიტზე, მანუელ პელეგრინის გუნდის "პლზენთან” გასამართი მატჩისთვის, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართება, დამატებითი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მანიკუნიანელების გასვლითი მატჩებისათვის ახალი გადამკვეთი დოკუმენტები მას შემდეგ გამოუშვეს, როცა კლუბმა ტიკეტების პირველი პარტიაში შემავალი 600 ბილეთი სათითაოდ 47 ფუნტად გაყიდა. მაგრამ, თუ ვინმეს ეგონა, რომ ეს ძვირია, მათ თავიანთი აზრის ძალიან მალე შეცვლა მოუწიათ. "ქალაქელების” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, დამატებითი ბილეთები ცალობით 86 ფუნტად გაიყიდება! ამ განსაცვიფრებელმა ციფრებმა "სიტის” გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ ბილეთების ფასის მომატება თავად "პლზენის” ხელმძღვანელობის მოთხოვნაა, რადგან ადგილობრივი "დოოსან არენა” მხოლოდ 12,5 ათას ადამიანს იტევს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |