11:11 PM ობი მიკელს “გალათასარაიში” გადასვლა სურს | |
![]() ნიგერიის ერონული ნაკრების მოთამაშე, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "სტემფორდ ბრიჯის” დატოვებას გეგმავს. "მე ძალიან კმაყოფილი ვარ, "გალათასარაის” შემოთავაზებით,”-აცხადებს ჯონ ობი მიკელი. "დროგბასგან რჩევა მივიღე, რომელმაც მითხრა, რომ სტამბოლი ფანტასტიკური ქალაქია, "გალათასარაი” კი – უდიდესი კლუბი. დიდიემ მითხრა, რომ იქ უბრალოდ ყველაფერია,” "ჩელსის” მაისურით, დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი. ახლა კი დროა ლონდონი დავტოვო. მე ახლა მხოლოდ 26 წლის და სრულიად ჯანსაღი ვარ, რათა "გალათასარაიში” თამაში შევძლო, რომელიც თურქეთის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობს,” "ჩემი ტრანსფერის თაობაზე, მხარეებმა უკვე მიაღწიეს მოწინავე ეტაპს. "ჩელსი” ჩემი წასვლის გართულებას არ აპირებს,”-დაასრულა ნიგერიელმა ნახევარმცველმა. წყარო: Sabah, Turkish Football | |
|
სულ კომენტარები: 0 | |