ანტონიო ნოჩერინო გამოტყდა, რომ მოხარული იქნება, თუკი მარიო ბალოტელი "სან სიროზე" გადავა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ სპორტული პრესა აქტიურად იუწყება ბალოტელის მილანში შესაძლო გადასვლას. როგორც აღმოჩნდა, "როსონერის" ჰავბეკი ამის წინააღმდეგი სულაც არაა.
"ფორვარდთა წყვილი- ელ შაარავი და ბალოტელი? კარგი იქნებოდა. თუმცა მე არ ვწყვეტ, ვინ ითამაშებს გუნდის შემადგენლობაში" - განაცხადა ანტონიომ.
"ამ მომენტისთვის სრულიად მაკმაყოფილებს ის, რომ მასთან ერთად მხარ და მხარ ვთამაშობ იტალიის ეროვნულ ნაკრებში".