11:52 AM “ნიცას” ფეხბურთელი კომაშია | |
![]() დოქტორები კევინ ანენის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. "ნიცას” ნახევარმცველი კევინ ანენი სერიოზულ ავტოავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგადაც ხერხემალი და ხელი დაიზიანა. ფეხბურთელი მაშინვე რუანას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნულ კომაში მოათავსეს. ანენის გარდა, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა დაზიანებებით ისინიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. "იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობთ, სიტუაცია ძალიან სერიოზულია. კევინზე ვნერვიულობთ. ანენის ოჯახთან კავშირს ვინარჩუნებ და ყველა ჩვენთაგანი ექიმების ვერდიქტს ელოდება”, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ "ნიცას” აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიულენ ფურნიემ. ლიგა 1-ის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ანენმა "არწივების” მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი ერთადერთი გატანილი გოლით გამოიჩინა. წყარო: Lequipe | |
|
სულ კომენტარები: 0 | |