ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი ნიკოლოზ საბანაძე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრებში გამორჩეულია და გოლებიც გააქვს. ახალგაზრდა მოთამაშემ ქუთათურთა სიყვარული და პატივისცემა სწორედ თავგანწირული თამაშით დაიმსახურა. "ტორპედოს" გულშემატკივარმა ზურა ლომიძემ თავად გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენი ვებგვერდისთვის მათი საყვარელი გუნდის ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაეწერა. Geosports.ge მადლობას უხდის ქუთათურთა ქომაგს და აღნიშნულ ინტერვიუს გთავაზობთ.
- როგორ ხარ ნიკა, როგორ გრძნობს თავს. პირველი წრე საკმაოდ რთული გამოდგა გუნდისთვის?
- ნამდვილად რთული იყო, თუმცა შევძელით და საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. რაც შემეხება პირადად მე, ვგრძნობ, რომ ფორმაში ვარ და ყველანაირად ვეცდები ასევე წარმატებით გავაგრძელო თამაში.
- პირველი წრე რომ შეაფასო. წელს უფრო სანახაობრივი და კარგი ჩემპიონატის მომსწრენი ვართ...
- აშკარად აიწია გუნდების დონემ. ამის გამო იყო ყოველი თამაში დაძაბული და საინტერესო. იმედია, ასეც გაგრძელდება და მალე უფრო ძლიერი ჩემპიონატი გვექნება.
- "ტორპედოს" ასეთი კარგი სტარტი და ჩემპიონატში მეორე ადგილი დიდწილად მწვრთნელთა შტაბის დამსახურებაცაა, რას იტყვი მათ შესახებ?
- ძალიან კარგი სამწვრთვნელო შტაბი გვყავს. კარგად ესმით ფეხბურთი, თავიანთი საქმე, იციან ფეხბურთელს რაში და რა დროს სჭირდება გვერდში დგომა. ყველანაირად გვეხმარებიან, რომ ჩვენ უფრო გავიზარდოთ, დავიხვეწოთ და პროფესიონალები გავხდეთ.
- უკვე რამდენიმე თამაშია გოლს-გოლზე იტან, წრის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაგასახელეს, ამის გარდა ნაკრების ერთ-ერთ კანდიდატადაც ითვლები...
- ძალიან მახარებს, ასე რომ ავთამაშდი. ეს დიდი შრომის და მონდომების ხარჯზე ხდება. რა თქმა უნდა, ამაში დიდი როლი მიუძღვით თანაგუნდელებსა და მწვრთნელს. ვეცდები ასე გავაგრძელო და გავახარო თითოეული ჩვენი ქომაგი.
- ეროვნული ჩემპიონატის გარდა, "ტორპედოს" ტესტმატჩი ჰქონდა "ტრაბზონსფორთან" (ეს შეხვედრა მეტოქემ მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო). რას იტყვი ასეთი მატჩების მნიშვნელობაზე?
- მსგავსი ტესტმატჩები კარგია გუნდისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთ მატჩებში დიდ გამოცდილებას ვიძენთ და უფრო მეტად ვვითარდებით. რაც მეტი იქნება იგივე ტიპის შეხვედრები, მით უფრო წაადგება გუნდს. მითუმეტეს, როცა ძლიერი კლუბს ვხვდებით.
- "ტორპედოს" "ზუგდიდთან" რთული თამაში ელის, რას იტყვი ამ დაპირისპირების შესახებ?
- ჩემი აზრით, ბოლნისში ჩატარებულ თამაშზე რთული იქნება. "ზუგდიდი" ძალიან კარგი გუნდია, გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტირებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ 3 ქულის წამოსაღებად.
- "დინამოსთან" მატჩიც ახლოვდება, რომელსაც ქუთაისელი გულშემატკივარი დიდი იმედით ელოდება. რას ჰპირდები ქომაგებს?
- ჯერ მხოლოდ "ზუგდიდთან" შეხვედრაზე ვართ გადართულები და მხოლოდ ამ თამაშზე გვაქვს მაქსიმალური ყურადღება გადატანილი. დასრულდეს სამეგრელოში მატჩი და მერე ვიფიქრებთ "დინამოზე".
- ქუთაისზე ვთქვათ, ცხადია, რომ ამ ქალაქში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ, შენც კარგი თამაშით მოიპოვე ქუთაისელი ქომაგების მხარდაჭერა. რას იტყოდი მათზე?
- ეს არავინ არ გამიგოს ისე, თითქოს ტორპედოელი ვარ და ამიტომ ვამბობ, მაგრამ ხმამაღლა ვიტყვი, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ყველაზე მაგარი ქომაგები ჰყავს და ეს ძალიან მახარებს. ისინი დიდი სტიმულის მაძლევენ როგორც მე, ასვე მთლიანად გუნდს და თითოეული ჩვენგანი ამაყობს ამით.
- და ბოლოს, რა მიზნისთვის იბრძოლებს "ტორპედო" წელს და ვის დაასახელებდი ჩემპიონატში მთავარ ფავორიტად?
- ასე კონკრეტულად ვერ დავასახელებ ვერავის მთავარ ფავორიტად, მაგრამ მე ჩვენს გულშემატკივრებს რაც შეიძლება კარგ თამაშს და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას ვპირდები.