6:14 PM ნევილი: “ფერგიუსონს არ უყვარს, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს აგენტები ჰყავთ” | |
![]() "ემიუს” ლეგენდარულმა მცველმა გარი ნევილმა სერ ალექს ფერგიუსონის ახალგაზრდებთან მუშაობის ზოგიერთ თავისებურობაზე ისაუბრა. "სერ ალექს არ მოსწონს, თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აგენტი ჰყავთ. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ მას უბრალოდ მათი ხელფასის გაზრდა არ უნდა. თუმცა ეს ასე არაა, მას სურს, რომ მისი ფეხბურთელები, ჩამოყალიბდნენ, როგორც ადამიანი და თავიანთი ბედი თვითონვე გადაწყვიტონ და არა სხვა რომელიმემ”. "რა თქმა უნდა, ზოგჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დახმარება ნამდვილად სჭირდება. ასეთ შემთხვევაში მე ჩემს არგუმენტებს წარმოვადგენ, რათა ფეხბურთელებმა ის მიიღონ, რაც სურთ. ფერგიუსონმა, რა თქმა უნდა, ცოტა წაიყოყმანა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ჩემს პირობებს დათანხმდა, რადგან მან იცოდა, რომ თუ იგი არ მომისმენდა, მაშინ სხვა ფეხბურთელები აგენტების ყოლაზე ნამდვილად დაფიქრდებოდნენ”, – განაცხადა ნევილმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |