11:12 AM
ნეიმარმა "სანტოსისადმი" ერთგულება დაადასტურა



უკვე დიდი ხანია რაც ველით ბრაზილიელი ფეხბურთელის ევროპულ კლუბში გადასვლას, მაგრამ მაშინ, როდესაც მან პეპ გუარდიოლასთან მუშაობის სურვილი გამოთქვა, მაინც არ უნდა საკუთარი ბავშვობის გუნდის დატოვება.

ნეიმარმა უარყო ბოლო დროს გავრცელებული ჭორები, მის ტრანსფერთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია კატალონიელი სპეციალისტის "ბაიერნის" ჩაბარებაზე, პარასკევის გამოცემა AS-მ, გაავრცელა ჭორები თავდამსხმელის მიუნხენში გადაბარგებაზე.

თუმცა, 42 წლის თავკაცისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბრაზილიელი არ ჩქარობს გამოსცადოს ძალები სხვა კონტინენტზე და სურს გააგრძელოს კარიერა თავის ამჟამინდელ გუნდში.

"ხოსეპ გუარდიოლა უდიდესი მწვრთნელია. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. დიახ, მე მსურს ერთ დღეს მასთან ერთად ვიმუშავო, ისევე როგორც სხვა ადამიანებთან ერთად."-აცხადებს ნეიმარი.

"თუმცა ეს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: მსურს გავაგრძელო თამაში "სანტოსში". მე აქ ბედნიერი ვარ."-დაასრულა შემტევმა ფეხბურთელმა.
ნანახია: 267 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: