12:34 PM
ნეიმარმა “რეალში” გადაბარგებაზე უარი განაცხადა




"სანტოსის” თავდამსხმელმა ნეიმარმა "რეალის” ოფიციალური წინადადება უარით გაისტუმრა.

sport.es-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ბარსელონასთან” წინასწარი ხელშეკრულება უკვე გააფორმა და მისი პირობების დარღვევას არ აპირებს.

"თეთრების” გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი პირადად გაემგზავრა ბრაზილიაში მოლაპარაკებების გასამართად. "რეალი” მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ "ჭკუისშემშლელი” 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს ტრანსფერი შედგება, ამ თანხის 40% "ბარსელონას” დარჩება (კატალონიელებსა და "სანტოსს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად). თუმცა ახლაც დადასტურდა ის ვარაუდი, რომ ნეიმარის ახალი კლუბი "ბლაუგრანა” იქნება.

ნანახია: 242 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: