9:55 PM ნეიმარი – ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი Forbes-ის რეიტინგში | |
![]() ბრაზილიელი სულ ახლახანს გადაბარგდა "ბარსელონაში”, თუმცა მისი ფინანსურ კეთილდღეობა თანდათანობით უკვე იზრდება. შეგახსენებთ, რომ 21-წლის ფორვარდი "სანტოსიდან” "ბარსაში” 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ჟურნალ Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების კიდევ ერთი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის პირველ ასეულშიც 14 ფეხბურთელი მოხვდა. საინტერესოა, რომ 68-ე პოზიცია 20,5 მილიონ დოლარიანი შემოსავლით ნეიმარმა დაიკავა. გასულ რეიტინგთან განსხვავებით, უნდა აღინიშნოს ვუნდერკინდის "პროგრესი”. ფეხბურთელებს შორის ამ სიის ლიდერი კვლავ დევიდ ბექჰემია, რომელიც მერვე ადგილს იკავებს (47,2 მილიონი), ინგლისელ ლეგენდას "რეალის” შემტევი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ (44 მილიონი) და "ბარსას” ფორვარდი ლიონელ მესი (41,3 მილიონი) მოსდევენ. რეიტინგს ასეულს სამუელ ეტო’ო ხურავს, რომელიც მახაჭკალის "ანჟის” ღირსებას იცავს (12,5 მილიონი). წყარო: El Mundo Deportivo | |
|
სულ კომენტარები: 0 | |