1:31 PM ნეიმარი მესისთან ერთად თამაშზე ოცნებობს | |
![]() ”სანტოსის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუკი ”ბარსელონას” ფეხბუღთელთან, ლეო მესისთან ერთ გუნდში ითამაშებს.
”ლეო მესისთან ერთად თამაში ოცნებაა. მე უბრალოდ მოხარული ვიქნები, თუკი მასთან ერთად ვივარჯიშებ. ჩემთვის მსოფლიოში სამი ფეხბურთელია, რომლებიც ყველაზე უკეთესები არიან - ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ანდრეს ინიესტა, მაგრამ მესი საუკეთესოა. იმას, რასაც ის მოედანზე აკეთებს სხვას არ შეუძლია. უზომოდ მოხარული ვიყავი, როდესაც ლეომ ჩემს მიმართ საქებარი სიტყვებით ისაუბრა, ამისთვის მას მხოლოდ დიდ მადლობას ვუხდი” - ნეიმარის სიტყვებს ”Marca” ციტირებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |