10:04 AM ნეიმარი:"მესისთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებ, თუ ის "სანტოსში" გადმოვა" | |
![]() ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა და "სანტოსის" ფეხბურთელმა ნეიმარმა, პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მესისთან თამაშს არ გამორიცხავს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ არგენტინელი "სანტოსში" გადავა. იტყობინება ესპანური პრესა.
"ამ მომენტისთვის მე მზად ვარ, მესისთან ერთად ერთ გუნდში გამოვიდე, ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ის "სანტოსში" გადმოვა. ეს შესაძლებელია მაგრამ : ჩვენ ნახევარი ქალაქის გაყიდვა მოგვიწევს მესის შესაძენად. პირადად მე "ბარსელონასთან" დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. რა თქმა უნდა ვოცნებობ ერთ-ერთ ევროპულ გრანდში თამაშზე, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს "სანტოსთან" 2014 წლამდე." - დაასრულა ნეიმარმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |