5:57 PM
ნეიმარი: "მესის ვერავინ ვერ შეედრება"



"სანტოსის" თავდამსხმელმა ნეიმარმა "ბარსელონას" ფორვარდის ლიონელ მესის "ოქროს ბურთის" ზედიზედ მეოთხედ აღებასა და მომავალში საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

"ამჟამად მესის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეედრება. მან "ოქროს ბურთის" ჯილდო დამსახურებულად მიიღო".

"მე არც "ბარსელონასთან" და არც სხვა რომელიმე კლუბთან წინასწარ შეთანხმებას არ მაქვს მიღწეული. ჩემი მიზანია - "სანტოსისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დახმარება. როდესაც წასვლის დრო მოვა, ამაზე ნამდვილად ვიფიქრებ. მაგრამ, ჯერჯერობით, ეს დრო არ დამდგარა".

"ასევე არ შემიძლია დაგისახელოთ ჩემი მომავალი კლუბი, სადაც ვიასპარეზებ. ევროპაში ძალიან ბევრი კარგი კლუბია",-ციტირებს ახალგაზრდა ბრაზილიელის სიტყვებს Goal.com.
 
ნანახია: 260 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: