9:03 PM ნეიმარი: “მე გმირი არ ვარ” | |
![]() ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას” ფორვარდმა კონფედერაციის თასის წინა ემოციებზე ისაუბრა. "მე გმირი არ ვარ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება: ერთ დღეს ღმერთივით თამაშობ, მეორე მატჩში კი უბრალოდ ჩავარდნა გაქვს. ამიტომ არასწორია, როცა "მესის” ან "გმირს” მარქმევენ”, – განაცხადა ნეიმარმა. "კარგად მესმის, რომ კონფედერაციის თასის პასუხისმგებლობა მე მაწევს კისერზე. მზად ვარ, ის როლი მოვირგო, რომელსაც მწვრთნელი მინდორზე დამაკისრებს. გულშემატკივრებს ჩვენი დიდი იმედი აქვთ. ეს ბრაზილიაა და სხვანაირად წარმოუდგენელიც კია”. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |