8:41 PM ნეიმარი: ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატზე წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევს | |
![]() "ბარსელონას” თავდამსხმელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთ ფავორიტად არ განიხილავს. "ინგლისელ მოთამაშეებს თავიანთ კლუბებში მიღწეული შედეგის გამო პატივს ვცემ, მაგრამ, თუ ნაკრებზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება”, – განაცხადა ნეიმარმა. "მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ გინდა და მიმაჩნია, რომ გაცილებით სახიფათო მეტოქეები გერმანია და ესპანეთი იქნებიან. მათ შემდეგ მოდის არგენტინა, ჰოლანდია, იტალია და კიდევ ერთი ან ორი გუნდი. ინგლისზე არც კი ვფიქრობ”. ნეიმარმა "სანტოსის” მაისურით სან პაულუს შტატის ჩემპიონატში ჩატარებუ 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა. შემდეგ კვირაში მას "ბარსელონაში” წარადგენენ. წყარო: Sportinglife | |
|
სულ კომენტარები: 0 | |