5:10 PM
ნეიმარი: “ბრაზილია ესპანეთს აუცილებლად დაამარცხებს”





ბრაზილიელმა კონფედერაციის თასის მოახლოებულ გასამართ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ფინალი შესანიშნავი იქნება. ორ დიდებულ გუნდს შორის, რომლებიც, აგრეთვე, თავიანთი ტრადიციებით გამოირჩევიან, ისტორიული ბრძოლა გაიმართება”.

"ვიმედოვნებ, მატჩი ყველას დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა ანგარიშით დასრულდება შეხვედრა, თუმცა ბრაზილია ესპანეთს აუცილებლად დაამარცხებს”.

"ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით აღფრთოვანებული ვარ. ეს დაპირისპირება ჩემი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. ბავშვობაში თვალს ვადევნებდი იმას, თუ როგორ თამაშობდნენ ესპანელი და ბრაზილიელი დიდებული ფეხბურთელები, ახლა კი დიდ ფეხბურთს მეც ვთამაშობ”, – განაცხადა "სელესაოს” ლიდერმა.

წყარო: AS

ნანახია: 269 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: