7:52 PM
ნავასი: “მან სიტი”? ყველაფრისთვის მზად ვარ”



ხესუს ნავასმა პასუხი გასცა გავრცელებულ ჭორებს, რომლებიც მის სახელს "ეტიჰად სტედიუმს” უკავშირებენ.

"ყველაფრისთვის მზად ვარ”, – აცხადებს "სევილიას” შემტევი ნახევარმცველი ხესუს ნავასი.

"პროგრესირების გაგრძელება და ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს, რადგან ამას უკვე შევეჩვიე. მიუხედავად ამისა, "სევილიაში” მაინც ბედნიერი ვარ”.

"სიტის” მხრიდან ინტერესი? ამ გუნდში მოხვედრა კარგი იქნებოდა და შემიძლია ამაზე ვიოცნებო. თუმცა, მოდით სეზონის დასრულებას დაველოდოთ, ზაფხულში კი ვნახავთ, რა მოხდება”, – დაასრულა ესპანელმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მანუელ პელეგრინი "მან სიტის” გავწრთნის და მას თავის ახალ გუნდში ნავასის ხილვა სურს.

ნანახია: 303 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: