გორის "დილა" ორი ბრაზილიელით გაძლიერდა -24 წლის ნათან ჟუნიორი და 20 წლის ლეონარდო რამოსი, ორივე მათაგანმა უკვე მოასწრო სადებიუტო შეხვედრების გამართვა, ჟუნიორმა კი სერთოდაც პირველივე მატჩში, მარტვილის "მერანთან", დუბლი გაიფორმა. Geosports.ge "დილას" ახალწვეულებს გაესაუბრა და მათ პირველ ქართულ ინტერვიუს გთავაზობთ.
ნათან ჟუნიორი:
- პირველი შთაბეჭდილებები საუკეთესოა, ძალიან მომწონს საქართველო, თბილი ხალხი დამხვდა, ყველამ კარგად მიმიღო, ბედნიერი ვარ აქ მოხვედრით, ბრაზილიას გავს ძალიან აქაურობა, ყველა გიღიმის და ცდილობენ თავი შენიანად გაგრძნობინონ.
- ახალი გუნდი, ახალი მწვრთნელი, ახალი თანაგუნდელები...
- "დილა" ნამდვილად კარგი გუნდია, მიუხედავად ცუდი სტარტისა, რაც ევროსარბიელზე ასპარეზობას უკავშირდებოდა, გუნდმა შეძლო და ფანტასტიკური მოგებების სერია დაიწყო. ახლა უკვე ჩემპიონობისთვის იბრძვის. მწვრთნელზეც მხოლოდ დადებითად შემიძლია ვისაუბრო, ბატონი დარასელია ნამდვილი პროფესიონალი და კარგი ადამიანია, როგორც პირადად, ისე გუნდთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულბა აქვს, რაც ეხმარება იმაში, რომ ერთ მუშტად ვიყოთ შეკრული. ის ძალიან კარგად იცნობს ფეხბურთელებს, ადგილობრივ ჩემპიონატს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს "დილა" მოწინავე პოზიციებზეა. საუცხოო თანაგუნდელები მყავს, მეც კარგად მიმიღეს, გუნდში მუდმივად დადებითი განწყობაა და ეს სწორედ ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა, ვარჯიშებზე ხშირად ვხუმრობთ, მუდმივად კარგი მუხტია, გამორჩევით ვერავის გამოვარჩევ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ გამიმართლა ასეთ თანაგუნდელები რომ მყავს.
- "მერანთან" დებიუტი საუცხოო გამოგივიდა...
- ასეთ დებიუტს ვერც წარმოვიდგენდი, "მერანთან" ორი გოლის გატანა ნამდვილად საუკეთესო იყო, რაც შეიძლება ჩემ პირველ მატჩში მომხდარიყო. ახლა მთავარია შევინარჩუნო ეს დადებითი მუხტი და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

მართალია, ჯერ მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღე მონაწილეობა, თუმცა მაინც საინტერესოა რას ფიქრობ ადგილობრივ ჩემპიონატზე?
- საქართველოს ჩემპიონატი ევროპული ჩემპიონატებისგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ აქ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, ისევე როგორც ჩემ სამშობლოში. ორ თამაშში მივიღე მონაწილეობა, მანამდე რამოდენიმე მატჩსაც ვუყურე, ჩემთვის როგორც ბრაზილიელისთვის, სასვებით მისაღებია ეს საფეხბურთო სტილი და ვფიქრობ, რომ არ უნდა გამიჭირდეს აქ თავის დამკვიდრება.
- როდესაც პირველად შევიტყვეთ შენი ტრანსფერის შესახებ, კომენატრი ლადო დვალიშვილს ვთხოვეთ, რომელთანაც ერთად გითამაშია კიდეც "სკონტოს" შემადგენლობაში...
- ლადო ჩემი მეგობარია, როდესაც "დილას" ვარიანტი განიხილებოდა, სწორედ მას დავეკითხე პირველი რჩევა, მაინტერესებდა როგორი ქვეყანა იყო, როგორი გუნდი. მისი დიდი დამსახურებაა, რომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. ის ძალიან დამეხმარა თავისი რჩევებით, ამიტომ გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი არც მიყოყმანია და დიდი მადლობა მას ამისთვის.
- შენ განვლილ კარიერას რომ გადავხედოთ?
- მე თავად რიოში დავიბადე, კარიერა "ფლამენგოში" დავიწყე, თუმცა ბრაზილიაში საოცრად დიდი კონკურენციაა, ძალიან ბევრი ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელი, ამიტომ რთულია იქ თავის დამკვიდრება, ამიტომ გადავწყვიტე ევროპაში წამოსვლა, რასაც არ ვნანობ.
"სკონტოში" ნამდვილად კარგი პერიოდი გავატარე, 69 თამაშში, 49 გოლი. თუმცა თავიდან, მწვრთნელმა ჩემი პოზიციის შეცვლა გადაწყვიტა და თავდამსხმელიდან, მცველად მაქცია, რასაც შემდეგ ნანობდა კიდეც. მას შემდეგ, რაც ჩემ საყვარელ პოზიციას დავუბრუნდი, ყველაფერი კარგად წავიდა.
ლატვიის ჩემპიონატში უფრო მეტი ბრძოლა და სირბილი უწევთ, საქართველლოში კი გაცილებით ტექნიკურ ფეხბურთზე კეთდება აქცენტი, რაც მე ყველაზე მეტად მომწონს.
შემდეგ ავსტრიაში მომიწია კარიერის გაგრძელება, "კაპფენბერგი" ცუდი გუნდი არ იყო, კარგადაც მიმიღეს, რისთვისაც ყოველთვის კარგად გავიხსენებ მათ. შემდეგ გუნდში გარკვეული პრობლემები შეიქმნა და მეც ჩემ მომავალზე მომიწია დაფიქრება. მართალია, არავინ არ იცის რა იქნება მომავალში, ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში ჩავთვალე, რომ კლუბი უნდა გამომეცვალა და დღეს აქ ვარ.
- შენი და კლუბის მიზნები ამ სეზონში?
- ჩემი მიზანი გოლების გატანაა, რაც გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

- ბოლო სამი წელი მინსკის "დინამოში" ვთამაშობდი, თუმცა შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტა მომიწია და ბრაზილიაში გავემგზავრე, სადაც დასვენება გადავწყვიტე და სწორედ ამ დროს გაჩნდა შეთავზება "დილასგან", რაზეც დავთანხმდი.
პირველი თამაში ადვილი არ იყო, თან მე დიდი ხანია არ მითამაშია და ეს მეტყობოდა კიდეც, თუმცა ტრაგედიას ვერ ვხედავ, ყველაფერი წინ არის. რაც შეეხება ახალ გუნდს და ახალ თანაგუნდელებს ძალიან მომწონს, კარგად მიმიღეს, ვარჯიშებზე ბევრს მეხმარებიან და მამხნევებენ, მჯერა მათთან ერთად წარმატებას მივაღწევ.
საქართველოს ჩემპიონატში გაცილებით ადვილია თავის წარმოჩენა, რადგან აქ ტექნიკურ და გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ, განსხვავებით ბელორუსულისგან, სადაც აქცენტი მუდმივად ორთაბრძოლებზე და სისწრაფეებზე კეთდება. მჯერა, რომ აქ თამაში ჩემ კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
"დილას" ფოტოები