1:04 PM “ნაპოლიში” მაცარი შესაძლოა დი მატეომ ან ბენიტესმა შეცვალოს | |
![]() ნეაპოლურ კლუბს ორი სპეციალისტის სახელს უკავშირებენ. ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ვალტერ მაცარიმ შესაძლოა "ნაპოლი” დატოვოს და იტალიელი სპეციალისტის შესაძლო შემცვლელთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთ კანდიდატად რობერტო დი მატეო მოიაზრება, რომელმაც გასულ სეზონში "ჩელსის” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, შემდეგ კი რომან აბრამოვიჩმა დაკავებული პოსტიდან ახალ სეზონში ნაჩვენები მიუღებელი შედეგების გამო გაათავისუფლა. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ "ნაპოლიში” შესაძლოა აღმოჩნდეს "ჩელსის” დროებითი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი, რომელმაც, თავის მხრივ, "არისტოკრატების” თავკაცის პოსტზე დი მატეო შეცვალა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |